საქართველო
პარტნორი:Partner

სოსო გუგუციძე

მწრვთნელის ასისტენტი

სოსო გუგუციძემ კალათბურთში პირველი ნაბიჯები სასკოლო გუნდში გადადგა (2011–2016), შემდეგ ვარჯიში „ჰიუნდაის" საკალათბურთო აკადემიაში (2016–2020), ხოლო 2020–2025 წლებში „ზაზა ფაჩულიას" საკალათბურთო აკადემიაში გააგრძელა. 16 წლის ასაკიდან საქართველოს უმაღლეს საკალათბურთო დონეზე, სუპერლიგასა და A ლიგაში ასპარეზობს. 2022–2024 წლებში თსუ-ს გუნდის შემადგენლობაში სუპერლიგაში თამაშობდა და საქართველოს თასი მოიგო. შემდეგ A ლიგაში „ვერაში" (2024–2025) და „ვინგსში" (2025–2026) ითამაშა.

კარიერის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა 16 წლამდელთა ჩემპიონატის მოგება. იმავე წელს საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს.

მრავალწლიანმა სათამაშო გამოცდილებამ სოსოს უბიძგა, თავისი ცოდნა ახალგაზრდა თაობისთვის გაეზიარებინა. მისი მიზანია, ახალგაზრდა კალათბურთელებს განუვითაროს არა მხოლოდ ტექნიკური და ტაქტიკური უნარები, არამედ დაეხმაროს დისციპლინის, პასუხისმგებლობის, გუნდური მუშაობისა და გამარჯვებულის მენტალიტეტის ჩამოყალიბებაში.

კონტაქტი

NBA-ს საკალათბურთო სკოლა საქართველოში
5 Otar Chkheidze, Tbilisi
+995 555 027702
info@nbabasketballschool.ge