მწრვთნელი
ნიკოლოზ ლეონიძემ კალათბურთის თამაში 5 წლის ასაკში დაიწყო. წლების განმავლობაში კალათბურთი მისთვის თამაშზე გაცილებით მეტი გახდა და ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
სათამაშო კარიერის განმავლობაში ნიკოლოზი წარმოადგენდა კლუბებს „ორბი", „სოხუმი", „ბათუმი" და „თსუ". აკადემიაში ყოფნისას საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატების ათგზის ჩემპიონი გახდა. თსუ-სთან ერთად საქართველოს სუპერლიგაში ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა, „ჰიუნდაისთან" ერთად კი A ლიგაში გაიმარჯვა.
სამწვრთნელო კარიერა 2021 წელს „ორბიში" დაიწყო, მოგვიანებით კი მუშაობა „რაისინგ სტარში" გააგრძელა. მწვრთნელობა მისთვის ბუნებრივი გაგრძელება იყო: ყოველთვის იცოდა, რომ სათამაშო კარიერის შემდეგაც კალათბურთთან დარჩებოდა. მისი მთავარი მიზანია, ახალგაზრდა მოთამაშეებს დაეხმაროს როგორც კალათბურთის უნარების გაუმჯობესებაში, ისე პიროვნულ განვითარებაში, და ასწავლოს დისციპლინის, გუნდური მუშაობის, შრომისმოყვარეობისა და სპორტისადმი პატივისცემის მნიშვნელობა.



