საქართველო
პარტნორი:Partner

ჯულიუს აიზეკი

მთავარი მწრვთნელი

KA ჯულიუს ნვოსუ აიზეკი ნიგერიის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი კალათბურთელია. ის იმოს შტატიდან არის. 14 წლის ასაკში თავის სკოლაში, Government Secondary School Owerri-ში, კალათბურთის გუნდი დააარსა და შტატის ჩემპიონატში დომინირებდა. 15 წლისა უკვე შტატის ნაკრებში თამაშობდა და ნიგერიის ჭაბუკთა ნაკრებსაც წარმოადგენდა. იმოს სპორტული ჟურნალისტების ჯილდო წლის საუკეთესო კალათბურთელს გადაეცა, 1988 წელს კი ეროვნულ სასკოლო სპორტულ ფესტივალზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

კარიერა აშშ-ში, Liberty University-ში გააგრძელა. იქ ორგზის გახდა გუნდის MVP, მოიპოვა All-Conference ჯილდო და იყო გუნდის კაპიტანი. 1997 წელს მისი მაისური უნივერსიტეტმა სამუდამოდ ამოიღო ხმარებიდან, 2017 წელს კი უნივერსიტეტის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

პროფესიონალური კარიერის განმავლობაში ჯულიუსი თამაშობდა მსოფლიოს წამყვან კლუბებში:

  • NBA: San Antonio Spurs (1994–1995, დასავლეთის კონფერენციის ჩემპიონი) და Boston Celtics (1996)
  • ევროპა: CSKA მოსკოვი (რუსეთის ჩემპიონი), Panathinaikos (საბერძნეთის თასის მფლობელი), Galatasaray, Élan Béarnais Pau-Orthez (საფრანგეთის ჩემპიონი), Cáceres CB და CSU Asesoft Ploiești (რუმინეთის ჩემპიონი)
  • სხვა ქვეყნები: Isuzu Giga Cats (იაპონიის ჩემპიონი და თასის მფლობელი), Al Jalaa (სირიის თასის მფლობელი), Ararat (ირანი), დომინიკის რესპუბლიკისა და ვენესუელის ჩემპიონატები

ნიგერიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი 10 წლის განმავლობაში იყო. 1997 წელს სამშობლოში დაბრუნდა და ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა. ეს წარმატება 2005 წელს გაიმეორა. მოგვიანებით ნიგერიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

კონტაქტი

NBA-ს საკალათბურთო სკოლა საქართველოში
5 Otar Chkheidze, Tbilisi
+995 555 027702
info@nbabasketballschool.ge